logo
ENG



გერმანიის ელჩი 8 მარტის შეთანხმებაზე: იმედი მაქვს სრულად შესრულდება

22 მაი 202014:05
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის ელჩი საქართველოში 8 მარტის შეთანხმებაზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. პარლამენტში  მყოფმა დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმების ტექსტში ყველა კითხვაზე პასუხი არსებობს. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება.

"ელჩები მოქმედებენ როგორც ფასილიტატორები, რაც იმას ნიშნავს იმას, რომ მხარეებს ერთად ვუყრით გავს. მივესალმებით შეთანხმებას რომელსაც მიაღწიეს. ასევე მივესალმები ორი ბატონის შეწყალებას პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან. ეს არის მამაცური ნაბიჯი. იმედი მაქვს შეთანხმება სრულად შესრულდება პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ეს სწორედ მათი პასუხისმგებლობაა. ეს არ ყოფილა დიპლომატიური ენის საკითხი თუ წაიკითხავთ მას, ძალიან მარტივია მისი გასაგებია. გადახედეთ ტექსტს და ნახავთ, რომ იქ ყველა შეკითხვაზეა პასუხი",-განაცხადა ჰერბერტ ქრინშმა.


close დახურვა