გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.
"საჭიროა არა მხოლოდ ტანკების მიწოდება ან არ მიწოდება, არამედ უმოქმედობისა და მოქმედების შედეგების აწონვა. Leopard - ეს არის მძიმე ჯავშანტექნიკა, რომელიც შეტევის დროს გამოიყენება. და მათი გადაცემისას კარგად უნდა დაფიქრდეთ. გადაწყვეტილება მალე მიიღება, მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული", - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ გერმანიის მხრიდან უკრაინას ტანკები უნდა მიეწოდოს. ამასთან, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის მორიგი ტრანშის გამოყოფას განიხილავენ.
დღეს ასევე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა გერმანიას მოუწოდა, გადასცეს Leopard-ები უკრაინას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის მომარაგებისთვის ყველაფერი გაკეთდეს.