logo
ENG



გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინა 160 Leopard-ის ტანკს მიიღებს

01 აპრ 202316:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/01/avx81hwvo9hti8d.jpg

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინა 160 Leopard-ის ტანკს მიიღებს.

ამასთან, პისტორიუსი ამბობს, რომ გერმანია უკრაინისთვის დამატებით Leopard-ის ტანკების გაგზავნას არ გეგმავს. მისი თქმით, გერმანიასთან ერთად, უკრაინას ტანკებს ვაშინგტონი და ლონდონი გადასცემენ.

"მე მჯერა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში შესაძლებელი იქნება უკრაინის საჭიროებების დაფარვა", - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.  

25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 11 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება.

შოლცის თქმით, გერმანია თავის მოკავშირეებთან ერთად უკრაინას ტანკებს სწორედ იმისთვის აწვდის, რომ ქვეყანამ ბრძოლის ველზე თავის დაცვა შეძლოს. ამასთან, გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ იქნება გამოყენებული. მისი განცხადებით, ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს.


close დახურვა