logo
ENG



გერმანიის კანცლერი პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

10 ივნ 202316:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/10/wni82sr6n3tu3ks.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

"მე ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში ვაპირებ", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

ამასთან, შოლცმა პუტინს უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. შოლცის განცხადებას კრემლი უკვე გამოეხმაურა. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ჯერ არ აპირებს შოლცთან სატელეფონო საუბარს.

შოლცსა და პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შედგა. ამის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს კვლავ ჯარების გაყვანისკენ და ასევე, მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.


close დახურვა