გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. პრეზიდენტის ფოტოს კიევის რკინიგზის სადგურზე მისი პრესმდივანი კერსტინ ჰამელინი Twitter-ზე აქვეყნებს.
"ჩვენი სოლიდარობა ურყევია და ეს ასე დარჩება. ფედერალური პრეზიდენტი შტაინმაიერი უკრაინაში ჩავიდა", - წერს ის.
ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
"უკრაინელებისადმი ჩვენი გზავნილია, რომ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით", - თქვა გერმანიის პრეზიდენტმა კიევში ჩასვლისას.
„Unsere Solidarität ist ungebrochen, und so wird es bleiben.“
Bundespräsident #Steinmeier ist in der #Ukraine eingetroffen pic.twitter.com/oLYlRZMTKL