logo
ENG



გერმანიის პროკურატურა ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს

08 დეკ 202100:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/08/agx9id4jzwtru4e.jpg

გერმანიის პროკურატურა საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. ბრალდებულმა 2019 წელს ბერლინში ხანგოშვილი იარაღიდან გასროლით მოკლა.

პროკურატურა მოითხოვს, რომ სასამართლომ ბრალდებული ვადიმ სოკოლოვი მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში მიიჩნიონ დამნაშავედ.

ხანგოშვილი ორი წლის წინ 23 აგვისტოს ბერლინის პარკში მოკლეს. მეორე დღეს დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი. გერმანიის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი კავშირს უარყოფს.

გერმანია აცხადებდნენ, რომ რუსეთი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ქვეყნიდან საელჩოს ორი წარმომადგენელი გააძევა. მსგავსი ნაბიჯით უპასუხა მოსკოვმაც.


close დახურვა