logo
ENG



გერმანიის პროკურატურა ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთს ადანაშაულებს

18 ივნ 202016:06
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას  პრორუსულ მთავრობად მოიხსენიებს. უწყების ოფიციალურ განცხადებაში საუბარია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტისთვის ბრალის წარდგენის შესახებ.

საბრალდებო დასკვნაში მოყვანილია რამდენიმე ფაქტი, რასაც გერმანიის პროკურატურა  მკვლელობის მოტივად ასახელებს.

„მკვლელობის შეკვეთის წინაპირობა იყო გარდაცვლილის ოპოზიციური დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოს, ჩეჩნეთ-ინგუშთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების და საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ",-აღნიშნულია გერმანიის ფედერალური პროკურატურის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საგამოძიებო უწყება უკვე ოფიციალურად ადასტურებს რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოს შეკვეთილია. 


close დახურვა