უამინდობა ევროპაში. შტორმმა სახელწოდებით „ზაბინე“ გერმანიის რამდენიმე რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია. კიოლნის და ფრანკფურტის აეროპორტებში ასობით რეისი გაუქმდა. სამაშველო სამსახურებმა დაზარალებულ რეგიონებში საფრთხის უმაღლესი ზომა გამოცხადდა.
ქარიშხალი დაატყდა შვედეთსაც, სადაც ელექტროენერგიის გარეშე 11 ათასზე მეტი ოჯახი დარჩა.
დიდ ბრიტანეთში კი შტორმს წყალდიდობა მოჰყვა. ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონები დაზარალდა. ბრიტანეთის ქალაქების უმეტესობაში ძლიერი ქარის გამო გადაიდო ფრენები. მათ შორის ჰითროუს და გეთვიკის აეროპორტებში. შეფერხებით ფუნქციონირებს სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა.