logo
ENG



გერმანიის საელჩო კიევში მუშაობას განაახლებს

10 მაი 202218:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/10/1e78figaieb1y0p.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანიის საელჩო კიევში მუშაობას განაახლებს.

როგორც მინისტრმა კიევში ვიზიტისას თქვა, საელჩო თავდაპირველად შეზღუდული რაოდენობის პერსონალით დაიწყებს მუშაობას.

ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვითმოტყუების მსხვერპლი გახდა.

"მას სჯეროდა, რომ ჩვენი ევროპული ღირებულებები - თავისუფლება და ჰუმანურობა, გვაქცევს სუსტებად. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ სინამდვილეში პირიქითაა. თავისუფლების სურვილი გაძლიერებს", - თქვა ბერბოკმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საელჩოების ნაწილი სამუშაოდ ლვოვში გადავიდა. გერმანიამ თანამშრომლების ნაწილი პოლონეთში, ნაწილი კი ბერლინში გადაიყვანა. მას შემდეგ რაც კიევის ოლქი რუსი ჯარისკაცებისგან გათავისუფლდა, საელჩოებმა დედაქალაქში დაბრუნება დაიწყეს. 


close დახურვა