გასტროენტეროლოგის ჯაბა ზარქუა გადაცემაში „Covid19“ აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფექციის რისკ ჯგუფებში ბ ჰეპატიტისა და ც ჰეპატიტის მქონე პაციენტებიც შედიან.
როგორც ზარქუა გადაცემაში განმარტავს, ვირუსით დაინფიცირებისთვის ვირუსი უნდა დაუკავშირდეს უჯრედს, რომელსაც აქვს რეცეპტორები, რისი მეშვეობითაც ვირუსი შედის ორგანიზმში და ეს რეცეპტორები არა მხოლოდ სასუნთქ გზებში, არამედ ღვიძლშიც არის.
„ბ ჰეპატიოტის და ც ჰეპატიტის მქონე პაციენტები შეიძლება იყვნენ რისკის ქვეშ. ეს ვირუსი სარს კოვ ორი, რომელიც იწვევს კოვიდ 19-ს შედის ადამიანის ორგანიზმში პირით, თვალებიდან და ლორწოვანი გარსებიდან, ისინი აუცილბლად უნდა დაუკავშირდნენ რაღაც უჯრედს, ამ უჯრედს აქვს რეცეპტორი, რომლის მეშვეობითაც შედის ვირუსი ორგანიზმში და ეს რეცეპტორები არის არამარტო სასუნთქ გზებში არამედ ღვიძლში და სანაღვლე გზებშიც, ამიტომ შეიძლება ღვიძლიც გახდეს სამიზნე, ასე რომ ფრთხილად უნდა იყვენ ეს პაციენტებიც რა თქმა უნდა“,-განაცხადა ჯაბა ზარქუამ.