logo
ENG



გვარამია: 2 დეკემბერს ე.წ. პიჯაკების საქმეა, სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია პროცესს დაესწროს

29 ნოე 202118:38
3 წუთის საკითხავი
 
გვარამია: 2 დეკემბერს ე.წ. პიჯაკების საქმეა, სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია პროცესს დაესწროს

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ შემდეგი სასამართლო სხდომა ე.წ. პიჯაკების საქმეს შეეხება და მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ამ პროცესს დაასწრებენ. 

"თუ არ მეშლება, 2 დეკემბერს არის ე.წ. პიჯაკების საქმე. მიხეილ სააკაშვილისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს დაესწროს და ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით არანაირი შეფერხება არ იქნება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესს თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. განხილვა 7 ნოემბრის საქმეს ეხებოდა. 

 
 
 

close დახურვა