logo
ENG



გვარამია: განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან - მელიასთანაც, ჯაფარიძესთან და ხოშტარიასთანაც

29 იან 202421:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/29/gryuztjd3wdmg1t.jpg

მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დღეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. გვარამიას თქმით, ის განიხილავს თანამშრომლობას ყველასთან.

კერძოდ, გვარამიამ აღნიშნა, რომ განიხილავს თანამშრომლობას როგორც გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერ ზურა ჯაფარიძესთან, ასევე დროას ლიდერ ელენე ხოშტარიასთანაც და ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან.

განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, ნიკა მელიასთანაც, ყველა შემთხვევაში განვიხილავ ამ თანამშრომლობას, ზურასთან [ჯაფარიძესთან] და ელენესთანაც [ხოშტარიასთანაც] და მე საერთოდ მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების, აქ წერტილია. ამას სამი წერტილი, კითხვის ნიშნები, მაგრამ და ა.შ. არ აქვს. ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა ოპოზიციაში რანაირად შეიძლება არ მოხდეს, არჩევნების შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, ეს გამორიცხულია რომ სხვანაირად იყოს, იმიტომ რომ ოპოზიციური კოალიცია ნაციონალური მოძრაობის გარეშე ვერ იქნება უბრალოდ. ასეთია საარჩევნო მათემატიკა. ვის რა მოსწონს, როგორ მოსწონს და ამბიციები როგორი აქვს, ან ემოციები, ეს მეორეხარისხოვანია, როგორც წესი, არჩევნების მერე", - განაცხადა გვარამიამ.

29 დეკემბერს ნიკა გვარამიამ საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ახალ პოლიტიკურ პროექტში იქნება, რომელიც "ახალ ადამიანებზე იქნება დაფუძნებული". მისივე თქმით, პარტიის შექმნას არ აპირებს.


close დახურვა