logo
ENG



გვარამია: ილია II-ის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე, პირადი საკითხების დასალაგებლად გაიქცა

21 მარ 202614:45
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/21/f4m8r7ldzpvvpx6.jpg

''კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ქართული ოცნების პრემიერის ვიზიტს უნგრეთში სოციალური ქსელში გამოეხმაურა. გვარამიას თქმით, პატრიარქის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე კობახიძე, მისი და ივანიშვილის პირადი საკითხების "დასალაგებლად" გაიქცა. მან კობახიძეს სამარცხვინო უწოდა.

"პატრიარქის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთიდან აკოორდინირებს დაკრძალვის პროცედურებს? 2 დღე ვერ მოიცადა კაცმა, საქართველოშიც კი არ გაჩერდა, ორბანთან გაიქცა, იქნებ ამერიკელებს დამალაპარაკოსო.

მისი პირადი რელიგიური მოსაზრებები საერთოდ არ მაინტერესებს - ქოცი კი არ ვარ, ხალხი რელიგიური ნიშნით დავყო და ვინ რამდენი ფოტო გადაიღო და რამდენი კურცხალი გადმოყარა, ის ვითვალო და რაიმე მნიშვნელობა მივანიჭო. ამით ქოცები სპეკულირებენ, როგორც ზოგადად ჩვევიათ ტრაგედიებით მოვაჭრეებს.

აქ ამბავი ის არის, რომ საკუთარ საქმეს არ ასრულებს ეს კაცი, რაც, ერთის მხრივ, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ამოცანის შეუსრულებლობა, უპასუხისმგებლობა და არასერიოზულობაა, მეორეს მხრივ კი, გარდაცვლილის და მისი ჭირისუფლის უპატივცემლობა. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი მაინც ყოფილიყო. არა - პარტიულ შეკრებაზე გაიქცა, მისი და ივანიშვილის პირადი საკითხების "დასალაგებლად". სამარცხვინო!" - დაწერა ნიკა გვარამიამ

დღეს, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში ჩავიდა, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. "პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში

 


close დახურვა