logo
ENG



გვარამია: რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას კადიროვის დაკვეთით გეგმავდა

15 ივნ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, რუსეთის მოქალაქე, ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მოკვლას კადიროვის დაკვეთით გეგმავდა. აღნიშნულზე გვარამიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.  

გვარამიას თქმით, თემაზე გამოძიება უკრაინაში დაიწყო, როგორც გვარამია განმარტავს, უკრაინელებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტერიტორიაზე ეთნიკურად ჩეჩენი, უკრაინის მოქალაქის მიერ გიორგი გაბუნიას საქართველოს ტერიტორიაზე ლიკვიდაციის კოორდინირება ხდებოდა.

გვარამიამ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე საქართველოში სხვა მიზეზით დააკავეს.

კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში 1982 წლის 21 დეკემბერს და მისი დაკავების მიზეზი არ არის ის რაზეც მე უნდა გესაუბროთ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. სხვა მიზეზით დააკავეს იგი, მაგრამ მთავარი რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან იგი გეგმავდა, ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზავ კადიროვის დაკვეთით. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ თავის დროზეც, კადიროვის გამონათქვამებიც გვახსოვს და ამაზე ყოფილა გაფრთხილებები ჩვენი კავკასიელი მეგობრებისგან. ჩვენი წყაროს ცნობით, ანტიტერორისტული დეპარტამენტიდან, ინფორმაცია და გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინელებისთვის ცნობილი გახდა, რომ მის ტერიტორიაზე ეთნიკურად ჩეჩენი, თუ არ ვცდები უკრაინის მოქალაქის მიერ ხდებოდა კოორდინირება გიორგი გაბუნიას საქართველოს ტერიტორიაზე ლიკვიდაციის. აღნიშნული იმართებოდა რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ ჩეჩნეთი რესპუბლიკიდან, ხოლო უშუალო განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე. თვეების განმავლობაში გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდნენ, ჩვენ იმთავითვე გავაძლიერეთ მისი დაცვა თავის დროზე, რამდენჯერმე ჩვენ გვქონდა ინფორმაცია რომ თვალთვალი მიმდინარეობდა გაბუნიაზე, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ ეს იყო ხელისუფლება. უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარეობდა საქართველოსთვის შეუტყობინებლად და ამის მიზეზია, ის რომ საქართველო არ არის სანდო პარტნიორი, როცა გამოძიება მიმდინარეობს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ და დიდი ეჭვი არსებობდა აქედან ინფორმაციის გაჟონვის. კორონაპანდემიის დროს, როდესაც კონტროლი მოიშალა საქმე გადმოეგზავნა საქართველოს სამართალდამცველებს.  საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად, ჩათვალა უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად, მიუხედავად ამისა გააძლიერა მაინც კონტორლი გაბუნიას გადაადგილებაზე, ჩვენ ესეც შევამჩნიეთ, მისასალმებელია. საბოლოო ჯამში დაკავებულ იქნა ეს მოქალაქე სხვა წინაპირობით, მაგრამ ამ რეალური მიზეზით",-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. 


close დახურვა