logo
ENG



გვარამია: სასამართლოში იგზავნება ჩემი საქმე და იქ ეცდებიან სწრაფად მოაყომარონ

01 ნოე 201921:04
3 წუთის საკითხავი
 
0045mp672fe1s3h.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" „მთავარი არხის" დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ის დაკავებას უახლოეს ხანებში არ ელოდება.

„რასაც ეს ხალხი შვრება, ამაში რაციონალიზმის პოვნა რთულია. თუმცა, არ მგონია, რომ ახლა ამ წუთში ეს მოხდეს (დამაკავონ), რადგან სასამართლოში იგზავნება ეს საქმე და იქ ეცდებიან ამის სწრაფად „მოყომარებას". ამ სასამართლოს იმედი ცხადია არ მაქვს," - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, გვარამიას ახალი ბრალი პროკურატურამ დღეს წაუყენა. ბრალის დადგენილებაში კი, ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორი ზურაბ გუმბარიძეც არის ნახსენები. როგორც გვარამიამ განაცხადა, ბრალდება ამჯერადაც უსამართლოა და ხელისუფლება განაგრძოს მის დასჯას. თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ გზით მთავრობა ცდილობს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გაკოტრებას. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გვარამიას ოჯახს “ფაქტობრივ საკუთრებაში” რუსთავი 2-ის ხარჯზე ძვირადღირებული მანქანა ჰქონდა.


close დახურვა