სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია. აშშ-ში სემინარზე მიდიან მხოლოდ ის მოსამართლეები, ვინც დაუპირისპირდა სისტემას და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მოსამართლეების წინააღმდეგ მიღებული რეპრესიული კანონი დისციპლინური წარმოების შესახებ. ბუნტის სათავეში არიან ის მოსამართლეები, ვინც, ჩხიკვაძის დასანქცირების მიზეზით, აიძულეს უარი ეთქვათ აშშ-ში წასვლაზე. ამ მოსამართლეებზე ზეწოლა განახორციელა უშუალოდ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძემ, რაზეც ისინი აპირებენ ხმამაღლა საუბარს.
რაც შეეხება საკუთრივ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებას, რომელმაც თავად დაადასტურა, რომ 2 თვე საზოგადოებას ატყუებდა და ქართული ოცნების მიერ მიღებულ მესიჯბოქსს იმეორებდა:
პირველი - ფორმალურადაც კი გაფორმდა ის ფაქტი, რომ ის დაინტერესებულია ჩემს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (რაც არ უნდა წეროს, რომ ეს მისი ინტერესი არაა) და თავად ახორციელებს ღია და საჯარო ზეწოლას საკუთარ კოლეგებზე;
მეორე - სრულიად შემზარავი და უპრეცედენტოა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის დისკრედიტაციის და შანტაჟის ეს ფაქტი სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც ქართული ოცნების ღია ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი.
P.Sოცნებიდან "განდგომილ" გრაფომანების სამეულს, საკრებულოს წევრების შემდეგ, უკვე "მოსამართლეც" უერთდება, სრულიად იდენტური შინაარსის და ლექსიკის განცხადებით