სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ არ გვჯერა ხოლმე, თორემ ბიძნას 26 მაისი საერთდ არ ემარტივება. ამის ინდიკატორი ალტერნატიული ე.წ. რბილი პლატფორმების გამოგორება და შეთავაზებაა. კიდევ იქნება ასეთები, არაერთი.
არც კობახიძის მიერ აკიდებული მძიმე ტვირთი ემარტივება და არც მისი სიტყვების სჯერა, რითიც ისტერიული წარუმატებელი "პრემიერი" ცდილობს დაარწმუოს, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც. დაახლოვებით იგივეს ეუბნება კობახიძე ბიძინას, რასაც ხშირად აქაც წაიკითხავ: არაფერი არ გამოუვა ალიანსს, ხალხი არ გამოვა, უცხოელები დაგვითმობენ, ყველაფერი კარგადაა. და კვლავ, ამისი ინდიკაციაცაა კობახიძის ლატერნატივების გამოგორება და შეთავაზება, საზოგადოების გატესტვა, რა დაამშვიდებს.
ბევრი ხალხის შიში ქვია ამას და თუ მისი დამარცხება გვინდა, ავტორიტარმა ყოველთვის უნდა მიიღოს ის, რისიც ეშინია.
26 მაისს თუ ბევრი ვიქნებით, "კაცმა არ იცის რა მოხდება". ბიძნას სჯერა, ისღა დარჩა, ჩვენც დავიჯეროთ, არ დაგვეზაროს, არ შეგვეშინდეს და ბევრნი ვიყოთ.
გვახსოვდეს და თავი არ მოვიტყუოთ: თავებს ყველა ითვლის - ბიძინაც, უცხოელებიც და ჩვენც.
ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე!
