logo
ENG



გვარამია გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის დასწრებით უპასუხებს - დიტო საძაგლიშვილი

17 ივნ 202016:59
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა გვარამიას იურისტი აცხადებს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით არჩევს გამოკითხვას.

დიტო საძაგლიშვილის თქმით, უნდობლობის კომპონენტისა და მეტი კომფორტის გამო, ნიკა გვარამია სუს-ის მიერ გამოკითხვაზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებითაა თანახმა. 

„ჩვენ ავირჩიეთ, რომ მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს დაკითხვა, რადგან არსებობს უნდობლობის კომპონენტიც. არ ვიცი, რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ  - დაკითხვის შემდეგ შევძლებთ ამაზე საუბარს. წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია აინტერესებს სუს-ს ნიკა გვარამიასგან", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდირების გეგმაზე მუშაობდა - ეს ინფორმაცია სუს-მაც დაადასტურა.


close დახურვა