logo
ENG



გვარამია რუსეთის მოქალაქის დაკავებაზე: მოვითხოვთ საქმის დეტალების გასაჯაროებას

15 ივნ 202021:42
3 წუთის საკითხავი
 

 

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თქმით, ის პროკურატურისგან და უკრაინული სამართალდამცველებისგან გიორგი გაბუნიას საქმეზე დეტალების გასაჯაროებას მოითხოვს. როგორც გვარამიამ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ აღნიშნა საქართველოს მოქალაქეზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება და „მთავარი არხის“ ნებისმიერი თანამშრომლის დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„მოვითხოვთ გასაჯაროებას საქმის დეტალების, რაც ეს შესაძლებელია პირველ რიგში ამას ვთხოვთ უკრაინის სპეცსამსახურებს, ასევე ქართველ სპეცსამსახურებს. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ ტელევიზიაში [მთავარ არხში] მუშაობს, ნებისმიერი ზიანი რომელიც მას მიადგება არის პირდაპირი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლების. მოვითხოვთ რომ ეს ზიანი არც კი დადგეს, ეს პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში მაინც დადგება არჩევნების შედეგად, ბევრი რამე გაირკვევა, მათ შორის ხომ არ არის ამაში ჩართული საქართველოს ხელისუფლება, ამას ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ამ ეტაპისთვის რაც შემიძლია ვთქვა რომ ნებისმიერი თანამშრომელი ამ არხის რომელიც მინიმალურად მაინც დაზიანდება იქნება ამ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. 

 

 

 


close დახურვა