logo
ENG



გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე: საკითხი ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს

06 აგვ 202120:53
3 წუთის საკითხავი
 
გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე: საკითხი ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდება. ამის შესახებ მან სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა. 

გვარამიას თქმით, გამოკითხვა ხვალაც გაგრძელდება. 

"მე მეტის გამხელა უბრალოდ არ შემიძლია. საჭიროდ არ ვთვლი, რომ მეტი ვილაპარაკო. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იმდენად შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა ან პროვოკაცია რაღაც სახის. ეს გამოჩნდება, თუმცა გასაგებია, რომ გამოძიებისა და ჩემს სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა, ამ შენობაში მყოფ ადამიანებზეა", - ამბობს გვარამია და სხვა დეტალებზე არ საუბრობს. 

სუს-ში ფორმულას განუცხადეს, რომ გვარამიამ უწყებაში მისვლა თავად გადაწყვიტა. 


close დახურვა