logo
ENG



გვარამია სუს-ში იმყოფება

06 აგვ 202118:30
3 წუთის საკითხავი
 
გვარამია სუს-ში იმყოფება

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება. სუს-ში ფორმულას განუცხადეს, რომ გვარამიას მისვლა არ უკავშირდება იმ ფარულ ჩანაწერებს, რაზეც გვარამიამ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. უწყება სხვა დეტალებზე არ საუბრობს. 

"გამოკითხვაზე ვარ მოსული, ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, გამოსვლის მერე, შესაძლოა, კომენტარი გავაკეთო", - თქვა გვარამიამ სუს-ის შენობაში შესვლის წინ.

1-ლ აგვისტოს ნიკა გვარამიამ ეთერში წაიკითხა ანგარიში, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია.

დოკუმენტში მოთხობილია დიპლომატების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ. ჩანაწერებს შორისაა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბარიც.

ჩანაწერების ნამდვილობა მისი ფიგურანტების ნაწილმა დაადასტურა. მათ შორის, GDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ.

საუბარი დაადასტურეს TI-ის დირექტორმა, ეკა გიგაურმა, ასევე, გურამ იმნაძემ და თამთა მიქელაძემ. 

ასევე, ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა რადიო თავისუფლების გამომძიებელმა ჟურნალისტმა, გიორგი მგელაძემ და ფორმულას ჟურნალისტმა, ნინო გელაშვილმა. 

მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ჩანაწერები უკანონოდ არის გაკეთებული, ხოლო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ანგარიშებს ამზადებს. 

 


close დახურვა