მთავარი ახრის დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ გვარამიას საქმეზე სხდომაბი 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შემდეგ შეჩერებული იყო და ამ პერიოდის განმავლობაში სასამართლოს მხრიდან აქტივობა არ ყოფილა.
საძაგლიშვილის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ საქმესთან დაკავშირებით სხდომები შემჭიდროვებულ ვადებში დაინიშნება.
"ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომები შეჩერებული იყო 2020 წლის მარტის შემდეგ და მაშინ კარგად გვახსოვს, რომ შედგა შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ამ შეთანხმების ერთერთი ნაწილი იყო მართლმსაჯულების პრევენცია, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების კუთხით.
ეს პერიოდი არანაირი აქტივობა სასამართლოს მხრიდან არ ყოფილა და დღეს უკვე შეგვატყობინეს, რომ განახლდება სხდომები და მე პირადად ისეთი მოლოდინი დამრჩა, რომ საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადებში დაინიშნება სასამართლო სხდომები და ინტენსიურად განიხილავს სასამართლო ამ საქმეს",-ამბობს დიტო საძაგლიშვილი.