საყოველთაო კარანტინის წესების ამოქმედებიდან რამდენიმე საათით ადრე მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს უბრუნდება. გვიან ღამით მარნეულის გამშვები პუნქტიდან ქალაქი რამდენიმე ადამიანმა დატოვა, მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც. მოქალაქეებს მხოლოდ მას შემდეგ აძლევდნენ მუნიციპალიტეტში შესვლის უფლებას, რაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიდნენ. მათ ადგილზე ტემპერატურას უმოწმებდნენ.