logo
ENG



გვყავს 5 მძიმე პაციენტი, აქედან 2 კრიტიკულია - ეზუგბაია

02 აპრ 202010:52
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომაროება სტაბილურია, თუმცა 5 პაციენტი არის მძიმედ.

ეზუგბაიას თქმით, 5 პაციენტიდან 2 კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება, ხოლო 3-ის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია.

"გვყავს 5 მძიმე პაციენტი. აქედან 2 პაციენტი კრიტიკულია. დანარჩენი 3 პაციენტის მდგომაროება დასტაბილურებულია და შედარებით გაუმჯობესდა. თუ დღესაც დინამიკა ასე გაგრძელდება, ესე იგი კრიტიკული ფაზა გადავლილია და სამომავლოდ გამოჯანმრთელება დადგება. ასევე 3 ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს. გუშინ 19 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ხოლო დღეს დილიდან კიდევ 9-ს აუღეს ანალიზები", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სულ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევა ფიქსირდება. 

 


close დახურვა