წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივების პროტესტი სოფელში არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია.
მათი თქმით, სოფელში არ არის გზა, სკოლა, წყალი, დაზიანებულია ხიდები და არ აქვთ საძოვრები. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ.
ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების მერიასთან გამართვას აპირებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, პანდემიის დროს ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და დახმარებაც არ მიუღიათ.
მოსახლეობის პროტესტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდა.