logo
ENG



გზა მხოლოდ ქუცნაშვილისთვის - მუხათწყაროს მცხოვრებლები 920 მეტრი გზის მოასფალტებას ითხოვენ

04 ივლ 202019:37
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ მუხათწყაროს მცხოვრებლები თბილისიის მერიას სთხოვენ,  რომ   დედაქალაქთან დამაკავშირებელი 920 მეტრი ძველი გზა მოაასფალტონ.

მეზობელ სოფელში აგარაკებში -  ცენტრალური გზის მოწყობა  2018 წელს  დაიწყეს,  ადგილობრივები ფიქრობდნენ,  რომ გზა მუხათწყარომდეც  მივიდოდა, თუმცა  სამუშაოები ისე დასრულდა - რომ 920 მეტრი ძველი გზა ისევ სავალალო მდგომარეობაშია.   

სამუშაოების სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ   პროექტი სოფელ აგარაკებში მხოლოდ ცენტრალური გზის მოწყობას ითვალისწინებდა და არა შიდა გზების. ასეცაა, თუმცა  მხოლოდ ერთი -  ზაქარია ქუცნაშვილის სახლამდე მიმავალი ჩიხია  მოასფალტებული.  


close დახურვა