"ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს" - ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია, რომლითაც პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მთელი ქვეყნისთვის და პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის, ახლა, სწორედ ამ მოცემულობაში და ამ რეალობაში, ჰააგის გადაწყვეტილება და იმის დადასტურება, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია და არანაირი ომის დანაშაული ჯარისკაცებს არ ჩაუდენიათ. მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური შურისძიებით გაბრუებული ხელისუფლება, მესამე პრეზიდენტის წამების კადრებზე იცინის. რატი ბრეგაძე, რომელმაც დამონტაჟებული ვიდეო მასალის გასაჯაროებით, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, პროკურორების ნაცვლად, დეპუტატების კითხვებს პასუხობდა, მაგრამ ვერ უპასუხა ჟურნალისტების მარტივ შეკითხვას - რა სახის ტექნიკური პრობლემა შეიქმნა 14 დეკემბერს, როცა მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე არ ჩართეს.
გზა ჯალათობისკენ - შაბათის ფორმულა
17 დეკ 202220:14
3 წუთის საკითხავი