logo
ENG



გზავნილი საკნად ქცეული პალატიდან

24 ნოე 202120:12
3 წუთის საკითხავი
 

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. მნახველების განმარტებით, სააკაშვილი შეცვლილია. დათრგუნულია, ის ძველებური ადამიანი არ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ - ამბობს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანიას გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ.

"ნათელი გახდა მისი სტრესული მდგომარეობის ამსახველი ნერვული მდგომარეობა... ძალიან მნიშვნელოვანია მასთან "ემპათიას" ალტერნატიული კონსილიუმის შესვლა", - ეს უკვე ადვოკატის სიტყვებია. 50-დღიანი შიმშილობისა და ახლა უკვე მკურნალობის ეტაპზეც მიხეილ სააკაშვილი წონაში ისევ იკლებს.  


close დახურვა