logo
ENG



გია ბარამიძე: საზოგადოებას უნდა, ეს რეჟიმი მშვიდობიანი გზით დასრულდეს

22 დეკ 201914:55
3 წუთის საკითხავი
 
iwl9mal6nobmxng.jpg

"მთავარი დაკვეთაა შევძლოთ მშვიდობიანად მოვიცილოთ ის რეჟიმი, რომელმაც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ყველა თვალსაზრისით უკან დახია", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ბათუმში მიმდინარე აქციას. როგორც მან "ფორმულასთან" აღნიშნა, საზოგადოებას სურს, მშვიდობიანი გზით დაასრულოს დღევანდელი ხელისუფლება და ასეც მოხდება. 

"დღეს მეტია გაჭირვება, კრიმინალი, კორუფცია... ნაკლებია რეალური პენსია, ხელფასი, დასაქმებული და პერსპექტივა. ამიტომ ქართულ საზოგადოებას უნდა, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანი გზით დასრულდეს. ამ მშვიდობიან ბრძოლაში გამარჯვებული გამოვა ქართველი ხალხი. ჩვენ მოლაპარაკების პროცესში ვართ ხელისუფლებასთან და ვცდილობთ ვიყოთ კონსტრუქციულები. ამ პროცესში გვეხმარებიან დასავლელი პარტნიორები. თუ რეჟიმი კვლავ მოატყუებს ქართულ საზოგადოებასაც და პარტნიორებსაც, ყველა შემთხვევაში მაინც დამარცხდება ეს რეჟიმი", - აღნიშნა ბარამიძემ.  

ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ზღვისპირა ქალაქში ორ ლოკაციაზე იკრიბებიან და მშვიდობიანი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან. მოთხოვნა უცვლელია: გაიმართოს ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. 


close დახურვა