logo
ENG



გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს

24 მარ 202206:14
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. მათ აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგოbრები და მოქალაქეები დახვდნენ. 

აეროპორტიდან ქართველი მეომრები ჩოხოსნების თანხლებით გამოასვენეს. მოქალაქეებმა სანთლები აანთეს და საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისული იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 

ბერიაშვილი და რატიანი 17 მარტს ქალაქ ირპენში რუსულმა ჭურვებმა შეიწირა. მათი ცხედრები ჯერ უკრაინიდან ვარშავაში, იქიდან კი თბილისში გადმოასვენეს. 

როგორც ცნობილია, ორივე მათგანს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

უკრაინაში რამდენიმე დღის წინ, მარიუპოლში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა. მისი ცხედრის გადმოსვენების საკითხი ჯერ უცნობია. 


close დახურვა