logo
ENG



გია ბუღაძე: ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, მაფიოზია და ძალაუფლებას არ დათმობს

14 ნოე 201918:05
3 წუთის საკითხავი
 
znv3sjyzz92cgiv.png

მხატვარი გია ბუღაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი მაფიოზია და ის ძალაუფლებას არ დათმობს.

როგორც ის აღნიშნავს, დღევანდელი სცენარი წინასწარ იყო დაწერილი, რაზეც ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადებაც მიანიშნებს.

„დიდი ხანია შევეგუეთ ამ ადამიანის ტაკიმასხარაობას, გამოქვეყნდა მისი ე.წ. წერილი, სადაც კარგად ჩანს ის, რომ ორი დღის წინაა დაწერილი. რეალურად მზადდებოდა ეს ყველაფერი და შეგვისრულა. ბავშვობაში მიყვარდა ერთი მოთხრობა, სადაც უცნაური, გონჯი არსება, ხალხს აჩვენებს, რომ ლამაზია, ბოლოს ხალხი აღმოაჩენს რომ ის ყოფილა გონჯი და მატყუარა. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაც ამას მახსენებს. ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი სამშობლოა, სადაც ყოველ ნაბიჯზე ატყუებენ მოქალაქეებს და ჩვენც ვჭამთ. იმედია ოდესმე გავთავისუფლდებით და ეს ოდესმე მალე დადგება. ბიძინას ეშინია რომ დაკარგავს ძალაუფლებას, ის ხომ პოლიტიკოსი არაა, ის მაფიოზია, კრიმინალური შეხედულებით. პოლიტიკოსისთვის პოლიტიკაში დამარცხება არსებობს და ის შეიძლება ისევ მობრუნდეს უკან, მაფიოზისთვის კი ეს არის განადგურება. როცა მაფიოზურია ცნობიერება, მისთვის მარცხი განადგურების ტოლფასია. ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავი შეინარჩუნოს. დღეს კიდევ ერთხელ მოასრიალა ჩვენი საზოგადოება. მისი მოქმედებების კასკადით, ეს სულაც არაა გასაკვირი. მახსოვს ადრე თქვა, რომ მისთვის სახელმწიფო კი არა მამულია საქართველო. სინამდვილეში მამული ნიშნავს რომ მფლობელია. მამული სხვანაირი ტიპის ცნებაა. ბიძინას აქვს ძალაუფლების ცხოველური ჟინი და ალბათ შიშიც გარკვეული ბატონებისა, რომლებიც ჩრდილოეთში სხედან. საზოგადოება უნდა გამოვიდეს და უნდა იყოს აქცია,“ - აცხადებს გია ბუღაძე.


close დახურვა