ქართული ოცნების წარმომადგენელი გია ვოლსკი ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს, სადაც მან თქვა, რომ ოპოზიციას ძროხას ჰგავს.
მისი განცხადებით, შეიძლება კობახიძის განცხადება ვინმესთვის დამამცირებელი და ირონიულია, მაგრამ სიძულვილი ამ განცხადებაში არ იგრძნობა.
„აგრესიული ხარი შეადარა საკმაოდ წყნარ ცხოველს და ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია ამ შემთხვევაში. შეიძლება რაღაც ირონიულია, დამამცირებლადაც მიიჩნიოს ვინმემ, მაგრამ სიძულვილი აქ ნამდვილად არ იგრძნობა“, - განაცხდა გია ვოლსკმა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია ძროხას მიამსგავსა და თქვა, რომ ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას ჰგავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციას ადგილი ჰქონდეს მიჩენილი, ამიტომ მათთვის წითელი ნაჭრის ფუნქციას შეასრულებს.