logo
ENG



გია ვოლსკი: აგრესია, რაც მოდის აქციის მონაწილეების მხრიდან, არ არის სწორი

16 ნოე 201913:26
3 წუთის საკითხავი
 
b6rg3cjfkq3bsys.jpg

„ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერი გია ვოლკსი „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციას ეხმიანება.

მისი განცხადებით, ყველა აქცენტის გადატანა ბიძინა ივანიშვილზე ხდება და მათი მთავარი მიმართვა ამ ხალხის მიმართ არის ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი დასკვნები და ჩვენი დამოკიდებულება 2020 წლის არჩევნებზე გამოვხატოთ. ვოლსკი ასევე აცხადებს, რომ აგრესია, რომელიც აქციის მონაწილეების მხრიდან მოდის, სწორი არ არის.

„მე ვხედავ, რომ ყველა აქცენტის გადატანა ბიძინა ივანიშვილზე ხდება. ნებისმიერ სისტემაში, ვადამდელი იქნება, შერეული თუ პროპორციული უპირატესობა, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია, არ არის განპირობებული კონკრეტული პიროვნებებით და არც იმ პროგრამებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. ეს არის გარკვეული დამოკიდებულება საზოგადოებისა, როგორც ჩვენს მიმართ ისე იმ კოალიციის მიმართ, რომელიც ახლა ქუჩაში სპონტანურად შეიქმნა. თავის პოზიციის გამოხატვა ყველას შეუძლია და ბევრი ხალხის, ვინც ამ პოზიციას არ იზიარებს. ჩვენი მთავარი მიმართვა ამ ხალხის მიმართ ვინც აპროტესტებს იქნება, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი დასკვნები და ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ 2020 წლის არჩევნებზე. აგრესია, რაც მოდის აქციის მონაწილეების მხრიდან, არ არის სწორი,“ - აცხადებს გია ვოლკსი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 11:00 საათიდან უმრავლესობის სხდომა გაიმართა. პარალელურ რეჟიმში ადგილზე საპროტესტო აქცია იმართებოდა სადაც არაერთ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. პოლიციელებმა მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის გამართვის საშუალება არ მისცეს. დაპირისპირებების დროს დაზარალდნენ მოქალაქეები და "ფორმულას" ოპერატორი თორნიკე თვაური.


close დახურვა