logo
ENG



გია ვოლსკი: ოპოზიციის ზოგიერთი შეკითხვა სპეკულაციურია

27 მაი 202014:59
3 წუთის საკითხავი
 

 

გია ვოლსკის თქმით პოლიტიკური ოპონენტების მიერ დღეს პარლამენტში დასმული შეკითხვები ხშირ შემთხვევაში სპეკულაციური ხასიათისაა და ეს მმართველი გუნდისთვის შეურაცხმყოფელია. მისივე თქმით, განსაკუთრებით საინტერესოა  ოპოზიციის მიერ ჩადენილი დანაშაულები სახელმწიფოს რა დაუჯდება ციფრებში.

"გულდასაწყვეტია, რომ ზოგიერთი შეკითხვა, რომელსაც ასეა თუ ისე საქმიანი ხასიათი აქვს, სპეკულაციით არის შეფუთული და შეურაცხმყოფელიცაა. განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელზეც სულ ახლახან დავითვალეთ და სტრასბურგიდან 55 საქმეა ჩამოსული, რაც ადასტურებს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მთელ რიგ ასპექტებში. რა თანხაზეა საუბარია საინტერესოა, რაც სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს იმ სისხლიანი დანაშაულებებისათვის, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩაიდინა",-აცხადებს გია ვოლკსი.

აღნიშნულის გარდა, გია ვოლსკიმ პრემიერს კიდევ ორი კითხვით მიმართა. მისი თქმით, საინტერესოა საპარლამენტო არჩევნებისა და მოსალოდენელი ვირუსის მეორე ტალღის თანაფარდობა ერთმანეთთან. როგორ აპირებს მმართველი გუნდი და მთლიანად ქვეყანა პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში არჩევნების ჩატარებას.

"მეორე შეკითხვაა ის, რომ არჩევნების პერიოდს უწევს გამოცხადებული შესაძლო მეორე ტალღა და წინასაარჩევნო პერიოდი უნდა დაიგეგმოს. განსაკუთრებული ღონისძიებები უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ეს სერიოზული გამოცდა წარმატებით გადავლახოთ. აქ იყო კიდევ შეკითხვა, დამკვირვებლების დიდი ოდენობით ჩამოსვლას, როგორ გავართმევთ თავს",-აღნიშნა გია ვოლსკიმ. 

რაც შეეხება მესამე შეკითხვას, ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გახარიას წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.

"მესამე შეკითხვა გამოცდილებას უკავშირდება, რა გამოცდილებით მივდივართ. რა სისუსტეები გვიჩვენა ამ პერიოდმა, რაც შემოდგომაზე უნდა გავითვალისწინოთ. და ასევე, თუ გვქონდა ასეთი გამოცდილება გასული პერიოდიდან, 2005-დან -2008 წლებიდან რა დაგვიტოვა იმ პერიოდის მთავრობის გამოცდილება",-განმარტა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში გიორგი გახარია კორონავირუსის მართვის შესახებ ანგარიშს წარადგენს. მას კითხვებს დეპუტატები უსვამენ. 


close დახურვა