logo
ENG



გია ვოლსკი: საპარლამენტო ბოიკოტი უნდა შეწყდეს

12 მარ 202017:50
3 წუთის საკითხავი
 

„საპარლამენტო ბოიკოტი უნდა შეწყდეს,“ - ამ განცხადებით ქართული ოცნების წარმომადგენელი გია ვოლსკი ოპოზიციის ულტიმატუმს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მანამ სანამ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები და პოლიტიკური რეპრესიები არ შეწყდება, ისინი ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან და საპარლამენტო სხდომებს არ დაესწრებიან.

გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა დესტრუქციაა და ამ ვითარებაში მათ არჩევნებზე გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ.

„საპარლამენტო ბოიკოტი უნდა შეწყდეს, ვინაიდან ქვეყნისათვის ეს აუცილებელია. დიდი კითხვის ნიშანი და ეჭვი არსებობს, რომ არჩევნები არ წარმოადგენს ჩვენი ოპონენტების ინტერესს. დესტრუქცია და იმ სცენარის განვითარება რასაც დევნილობაში მყოფი, პრაქტიკულად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს თავის მოკავშირე პარტიებს - ეს არის მათი ამოცანა. ამ ვითარებაში ოპოზიციას გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.


close დახურვა