logo
ENG



გია ჯაფარიძე: ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც სიკვდილის არ ეშინია - დაუმორჩილებელი, თავისუფალი

12 მაი 202423:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/12/r1x99utsznsiuy4.jpg

რაც უფრო მეტი იქნება დაშინება და ტერორი, უფრო მეტი ადამიანი მოვა, ეს ლოგიკურია. ამ ხალხს არ აქვს არაფერი წაკითხული, წაკითხული რომ ჰქონდეთ წიგნები ავტორიტარიზმზე, წიგნები პოლიტიკაზე, მაშინ ეცოდინებათ, რომ რაც უფრო მეტი ტერორია, ეს იწვევს უფრო მეტ საპროტესტო რეაქციას. 

ჩვენ ვართ რუსთაველის გამზირზე, ჩვენ ვართ იმ პოეტის გამზირზე, რომელმაც გვითხრა: "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი", ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც სიკვდილის არ ეშინია. ჩვენ ვართ მგლების ქვეყანა, მოუთვინიერებელი ხალხი ვართ, დაუმორჩილებელი ხალხი ვართ, თავისუფალი ხალხი ვართ. ეს რომ ჰქონდეთ წაკითხული, მარტო რუსთაველი რომ ჰქონდეთ წაკითხული, ეყოფოდათ იმისთვის, რომ ის სისულელეები არ აკეთონ, რასაც აკეთებენ.


close დახურვა