logo
ENG



გია ჯაფარიძის თქმით, თავდამსხმელები ბეისბოლის ჯოხის მსგავსი საგნით გაუსწორდნენ

09 მაი 202400:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/5ordlzp3le6nqwn.jpg

გია ჯაფარიძის თქმით, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ, ბეისბოლის ბიტების მსგავსი საგნით გაუსწორნდნენ. 

"რუსები დაგვესხნენ თავს. 2 ადამიანი მახსოვს, შეიძლება 3 ან მეტი იყო. სადარბაზოსთან მოხდა. პირდაპირ ცემა დაიწყეს. ჯოხები [დამარტყეს]. რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს, ამას ამბობდნენ. ბეისბოლის ბიტებივით [ჰქონდა]", - თქვა გია ჯაფარიძემ. 

დღეს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსაც. ექიმის თქმით, მას ქალა-ტვინის დაზიანება აქვს. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს. 

 

 


close დახურვა