„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება და ეპიდემია ამ დროისთვის უკვე გადავლილი იქნება. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ნაკლები ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე.
ბოკერიას განცხადებით, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რომ ვირუსმა ეკონომიკას უმძიმესი შედეგები არ მოუტანოს.
„ეპიდემია გადაივლის, საქართველო და მსოფლიო ამ პრობლემას გადალახავს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩატარდება ეს არჩევნები და მძიმე მდგომარეობა ოქტომბერში აღარ იქნება. მანამდე ნაკლები ადამიანის სიცოცხლეს უნდა შეექმნას საფრთხე. რაც შეეხება ეკონომიკას, დრო რომ გავა და ეპიდემია გადაივლის, ის უმძიმესი შედეგები რაც ამ ვირუსმა მოიტან ნელნელა გამოჩნდება“,- განაცხდა გიგა ბოკერიამ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა, რომ ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება. გარდა ამისა, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არც იმას გამორიცხავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღონ. ამასთან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ეპიდემია ზაფხულისთვის გადაივლის.