logo
ENG



გიგა ბოკერია და ელენე ხოშტარია პოლიციამ ენმ-ს შენობიდან გაიყვანა

23 თებ 202108:08
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის შენობიდან ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია და პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია გაიყვანა. მათთან ერთად შენობის გარეთ გაიყვანეს პირველ სართულზე მყოფი რამდენიმე აქტივისტიც.

ამ წუთებში პოლიციელები ენმ-ის ოფისთან არიან მობილიზებულნი. ისინი შენობაში შესვლას ცდილობენ ნიკა მელიას დასაკავებლად. ერთერთი პოლიციელის განცხადებით, მელიასთვის განჩინების აღსრულების მშვიდ ვითარებაში არგადაცემა კანონით დაისჯება.

 


close დახურვა