logo
ENG



გიგა მაქარაშვილი: ძალიან სწრაფად უნდა მივიდეს ეს მთავრობა ე.წ. გერმანულ მოდელთან

17 ნოე 201911:58
3 წუთის საკითხავი
 
j75idcb0osfd3kh.jpg

ბევრი ქალაქიდან ბევრი ადამიანი დაიძრა ჩვენკენ დასახმარებლად, - ამის შესახებ განცხადებას რუთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციების ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აკეთებს. მისი განცხადებით, რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანების გვერდში დგომა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მაქარაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა მოახერხა და ერთმანეთის მოსისხლე მტრები მაგიდასთან დასხდნენ ერთად, შესაბამისად, ასეთ მნიშვნელოვან დროს ასეთი დონის კონსოლიდაცია არ უნდა გაქრეს შედეგის გარეშე.

„ბევრი ქალაქიდან ბევრი ადამიანი დაიძრა ჩვენსკენ დასახმარებლად და ერთ საერთო ჯაჭვში ჩასადგომად. მშვიდობიანი ღამე გავათენეთ, დავამატეთ კარავი და ფაქტობრივად, ყველა კარავი დაკავებული იყო. ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ხანგრძლივი პროტესტისთვის ცივ ზამთარშიც მზად ვიყოთ. ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ ერთმანეთის მოსისხლე მტრები ერთად დასხდნენ მაგიდასთან. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს ასეთი დონის კონსოლიდაცია არ უნდა გაქრეს შედეგის გარეშე. დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ამ წნეხის შედეგად უნდა დაკომპლექტდეს, ამაზე წამოვა ივანიშვილი რადგან სხვა გზა არ ექნება. ძალიან სწრაფად უნდა მივიდეს ეს მთავრობა ე.წ. გერმანულ მოდელთან, რომელმაც ჩვენთვის პროპორციული არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს“, - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

რუსთაველის გამზირზე აქციისთვის მზადება უკვე დაიწყო და მოქალაქეებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნელ-ნელა იკრიბებიან. თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, შეასრულოს დაპირება. ვადამდელი პროპორციული არჩევნები და მთავრობის გადადგომა - სწორედ ეს იქნება დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა და გზავნილი.


close დახურვა