logo
ENG



გიგა შუშანია:ივანიშვილის ნათესავები მილიონიან ტენდერებს კონკურენციის გარეშე იგებენ

18 ივნ 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილის ნათესავი ტენდერებს უმთავრესად იმერეთში იგებს. მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით 16 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის - მაგული ივანიშვილის მულის ქმარია. ინდმეწარმე ტოგონიძემ 97 ტენდერიდან 69 შემთხვევაში გაიმარჯვა. მისმა შპს მშენინვესტმა კი 31 ტენდერიდან 21 მოიგო. მურმან ტოგონიძისა და მისი კომპანიისგან მომსახურებების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საჩხერის მუნიციპალიტეტია.

„ეს არ არის ახალი მოვლენა, როდესაც ივანიშვილის ნათესავები და ახლობლები კონკურენციის გარეშე იგებენ და ბიუჯეტიდან უამრავ მილიონ ლარს იღებენ. მურმან ტოგონიძე სარგებლობს პრივილეგიებით. მისთვის ყველა გზა ხსნილია. თუნდაც არ ჰქონდეს წესრიგში დოკუმენტაცია, ვერ ჩააბაროს ხარისხიანად ესე თუ ის სამუშაო. მხოლოდ იმით სარგებლობს, რომ ივანიშვილის ნათესავია“, - ამბობს გიგა შუშანია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის თქმით, სულ მურმან ტოგონიძეს 90 ტენდერი აქვს მოგებული.

„ის 2011 წლიდან მონაწილეობას ტენდერებში. ტენდერებში მონაწილეობას როგორც ინდმეწარმე. სულ 90 ტენდერი აქვს მოგებული და მიღებული აქვს 9 გამარტივებული შესყიდვა. ჯამში შემოსავლის სახით მიიღო 16 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა მესამე სექტორის წარმომადგენელმა.


close დახურვა