logo
ENG



გიგა შუშანია:ქუთაისის მერია გეგმავს ტრანსპორტის მგზავრობის საფასური გაზარდოს

25 იან 202012:47
3 წუთის საკითხავი
 

 

გაძვირდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტი ქუთაისში? ტარიფების ზრდის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე  ავრცელებს. გიგა შუშანიას ინფორმაციით, იგეგმება ახალი შპს-ს გახსნა, სადაც ოცნება პარტიული აქტივისტების დასაქმებას აპირებს.  

„ქუთაისის მერია გეგმავს ტრანსპორტის მგზავრობის საფასური გაზარდოს, ეს რეალურად არ ხდება ახალი ავტობუსების გამო, რადგან ავტობუსები სესხით შეიძინა ქალაქმა და მის ღირებულებას ბიუჯეტი ფარავს. საფასურის გაზრდის მიზანი საარჩევნოდ კოორდინატორების მობილიზება და მათთვის ხელფასის გადახდაა. ხალხის ფულით ცდილობენ, არჩევნების მოგებას. ეს მძიმე ფონს კიდევ უფრო გაართულებს. დააფუძნეს ახალი შპს, რომელშიც მათ ზონდერებს დაასაქმებენ", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

 


close დახურვა