logo
ENG



გიგაური: ძალიან ღირსეული სამოქალაქო სექტორი გვყავს, 1 პროცენტიც არ რეგისტრირდება რეესტრში

02 სექ 202410:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/02/h1cjwgz6elrwty0.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, TI არ აპირებს ე.წ  უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციასა და რუსული კანონებით ცხოვრებას საქართველოში.  

"რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენთვის უკვე დღეს ყველაზე მთავარი არის არჩევნები, არჩევნებზე დაკვირვება და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. 

მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული სამოქალაქო სექტორი გვყავს ჩვენ იმის გამო, რომ ერთი პროცენტიც არ არის, ვინც რეგისტრირდება ამ რეესტრში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ", - აღნიშნა გიგაურმა. 

რაც შეეხება საკონსტიტუციოში რუსული კანონის განხილვას, გიგაურის თქმით, დიდი მოლოდინი არ აქვს, თუმცა ყველა სამართლებრივ ზომას იყენებენ. 

"ჩვენ შევიტანეთ ეს საჩივარი, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ორგანომ საქართველოში აიღოს პასუხისმგებლობა, თუ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. მოლოდინი ძალიან დიდი არ მაქვს, თუმცა ჩვენ ყველა სამართლებრივ ზომას ვიყენებთ იმისთვის, რომ გავასაჩივროთ ეს კანონი", - აცხადებს ეკა გიგაური. 


close დახურვა