logo
ENG



გიგაური:საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება არ ერევა სასამართლო სისტემაში, სასაცილოა

12 მაი 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

EMC-ს მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აცხადებს, რომ თუ საარჩევო სისტემის ცვლილების ჩავარდნა "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, ეს საზოგადოებაში დაპირისპირების რისკს წარმოშობს. იმნაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რაც მას აკისრია და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება უზრუნველყოს. 

„დიდია დაპირისპირების რისკი, სამოქალაქო პროტესტის, რასაც ჩვენ გვახსოვს წინა წლებში რა შედეგები მოჰყვებოდა ხოლმე. ეს არ იქნება კარგი ქვეყნის სწორად და დემოკრატიულად განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გაიაზროს პასუხისმგებლობა და ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მ​შვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარდეს“, - განაცხადა გურამ იმნაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარის ეკა გიგაურის განცხადებით ამერიკელი პარტნიორების შენიშვნები საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სასამართლოს სისტემაში ერევა, რაც ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნის დემოკრატიისთვის. 

„საუბარი იმაზე, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ ერევა სასამართლო სისტემაში ნამდვილად სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი დამოკიდებულება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაში დიდი შეცდომაა იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტიურად ჩვენ მათ ხელებში ვუყურებთ ამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როგორ დაგვეხმარებიან და რას იზამენ იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ გამოსავალი ნახოს ამ კრიზისიდან“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.


close დახურვა