logo
ENG



გიგი უგულავა: ივანიშვილი და ვასაძე ერთი და იმავე ცომიდან არის მოზელილი

10 ნოე 201917:15
3 წუთის საკითხავი
 
gnue4y3t4mo7hai.jpg

ბიძინა ივანიშვილისა და ლევან ვასაძის ფარული შეხვედრები ოპოზიციური სპექტრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მათი აზრით, ორივე მათგანს ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვს და ივანიშვილისთვის ეს ძალა მთავარი დასაყრდენია. 

„ეს ორი ადამიანი სულით ხორცამდე ერთი და იმავე ცომიდან არის მოზელილი. განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო, როდესაც ხელებს იბრაგუნებდა მკერდზე ვასაძე და იძახდა, რომ სტუმარ-მასპინძელს მოუხმობდა და იძახდა, მე შენ არ ჩამიწერიხარ და იმედია არც შენ ჩაგიწერივარო. ეს არის კლასიკური რუსული მოდელი 90-იანი წლების“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილი თანამშრომლობდა რადიკალური დაჯგუფების ლიდერთან და კრიზისულ ვითარებაში იყენებდა კიდევაც ამ ჯგუფებს.

„ვასაძემ გაასაჯაროვა ერთი თუ ორი შეხვედრა ივანიშვილთან, რომელიც ჰქონდა, თუმცა ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ივანიშვილი მუდმივად თანამშრომლობდა ვასაძესთან და ეს შეხვედრები რეგულარულად იქნებოდა. ისინი მწყობრი გეგმით მიდიოდნენ. დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ ვასაძე არის ივანიშვილის ერთადერთი დასაყრდენი ძალა ამ ქვეყანაში“, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი „ფორმულასთან“ საუბრისას.

ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი გასულ წელს შეხვდა. მისი ინფორმაციით, შეხვედრა თავად ვასაძის სახლში გაიმართა და მას ივანიშვილმა გარკვეული თხოვნებითაც მიმართა. ვასაძემ კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

 


close დახურვა