logo
ENG



გიგი უგულავა - ბრძოლა გრძელდება! მშვიდად მტკიცედ და ღიმილით

10 თებ 202018:12
3 წუთის საკითხავი
 
rre9lxssa33fuei.jpg

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

უგულავა მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება.

მოკლედ, ჯერ ვერ გავიგე ზუსტად მაგრამ რაღაც მომისაჯეს ამ შიზოფრენიკებმა. ბრძოლა გრძელდება. მშვიდად მტკიცედ და ღიმილით“, - წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლები აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.

 

 

 

 


close დახურვა