logo
ENG



გიგი უგულავა ენმ-მ ფოთის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

21 აგვ 202118:13
3 წუთის საკითხავი
 
გიგი უგულავა ენმ-მ ფოთის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

გიგი უგულავა ფოთის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს. ის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია, თუმცა ოპოზიციის ნაწილი მხარდაჭერაც აქვს.

გიგი უგულავას განცხადებით, ოქტომბრის თვითმმართველობსი არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. მისივე თქმით, ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის, თითოეული მუნიცილაპიტეტისთვის საჭირო არჩევანი და მმართველობას ჩამოაშოროს ქართული ოცნება.

უგულავამ წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა ოლიგარქიის უარყოფით გავლენაზე და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა აფერხებს ქვეყნის განვითარებას.

„2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, სადაც გადავწყვეტთ და განაჩენს გამოვუტანთ, გავისტუმრებთ ქართულ ოცნებას. ჩვენ მოგვიწევსს მანამდე ერთობლივი შრომა და ბრძოლა. ჩემთვის უდიდესი პატივია, აქ ვიყარო კენჭი და გავხდე თქვენი რჩეული.

ფოთში ყველა აკეთებს ფულს, მაგრამ არავინ ხარჯავს, ცენტრალური მთავრობა ხარჯავს ფულს, მაგრამ აბრუნებს კაპიკებს. შეუძლებელია, ჯანსაღ აზრთანაც არაა ახლოს, რომ ამდენი ტრაილერი დადის; სადაც პორტია, იქ დიდი ცვეთაა, სადაც დიდი ცვეთაა, იქ დიდი მოძრაობაა და სადაც დიდი მოძრაობაა, იქ დიდი რესურსია საჭირო, რომ მეტი რესურსი მოიზიდოს ფოთმა

ქალაქიდან, სადაც დასაქმების პრობლემა არ უნდა იყოს, უამრავი ხალხი გარბის. ქვეყნიდან უამრავი ხალხი გარბის და ივანიშვილი ეუბნება, ცალ ბილეთს აგიღებ და წადი, სხვაგან იმუშავე. ამათ არ აქვთ წარმოდგენა, რა არის და როგორ მუშაობს ეკონომიკა. თითოეული შრომისუნარიანი ადამიანის წასვლა შეიძლება შვება იყოს მისი ნათესავისთვის, მაგრამ კატასტროფაა ქვეყნისთვის - ჩვენ ვკარგავთ შრომისუნარიან ადამიანებს. ეს ადამიანები დოვლათს აქ უნდა ქმნიდნენ. 

უარი უნდა ვთქვათ ისეთ მერებზე, რომელსაც საკუთარი ჩრდილისაც ეშინია და აპირებენ, რომ მარტო ოლიგარქს ემსახურონ. ოლიგარქია ნიშნავს იმას,რ ომ ქვეყანაში ფული აქვს ძალიან ცოტას და მოქალაქეების უმეტესი არიან მეორეხარისხოვნები, თუ მათი მოჯამაგირე არ გახდი", - განაცხადა გიგი უგულავამ წარდგენის ცერემონიაზე.


close დახურვა