logo
ENG



გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს

06 მარ 202123:30
3 წუთის საკითხავი
 
გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

"სანამ რიგგარეშე იქნება ეს საზიზღრობა, პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას", - წერს გიგი უგულავა. 

ეს განცხადება მან ტვ პირველის მიერ ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გააკეთა, რომელშიც ბერა და ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას ათანხმებენ. 

კერძოდ, ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.


close დახურვა