"წულუკიანი თვითმარქვია იურისტია",-ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის განცხადებს გიგი უგულავა. საუბარია წულუკიანის განმარტებაზე, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ოფისის პირობებში აუხსნის რომ გერმანული მოდელი შეუსაბამოა კანონმდებლობასთან.
უგულავას თქმით, წულუკიანის განცხადებები გაუგებარია და შეუსაბამოა რეალობასთან.
"რას აგვიხნიან და რას არა, ვნახავთ. აუხსნას ვენეციის კომისიას და ივანიშვილ ბოგანოს, რომელმაც არ იცის რა არის კონსტიტუცია. არის მეორე ბოგანო, ქალაქის მერიც მასაც შეუძლია აუხსნას. ყველა რომ ეუბნება ჩაიდანი ხარო, ჯობია ბოლი გამოუშვას. მეტს ვერაფერს ვეტყვი. ყველა ამბობს, რომ ეს მოდელია სწორი, ყველა კონსტიტუციონალისტი ამას ამბობს, გარდა თვითმარქვია წულუკიანისა და კობახიძისა და ასევე ივანიშვილისა",-აღნიშნა უგულავამ.