გიგი უგულავს ადვოკატი გიორგი გელხაური სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. გელხაური იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას მოითხოვს, სადაც ჩანს თუ როგორ დაესხნენ თავს „ევროპული საქართველოს“ ლიდერს.
„11 დეკემბრის მერე, გამოძიებას ამოღებული აქვს მყარი დისკი, რომელზეც ჩაწერილია გიგი უგულავაზე თავდასხმის გარემოებები. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს გამოსცეს განჩინება, მოხდეს ამ დისკზე არსებული ინფორმაციის დათვალიერება და გავერკვიოთ, რა მოხდა რეალურად აეროპორტში, ვინ ვის სცემა. იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ უფლებასთან დაკავშირებით არ შეგვზღუდავს. ეს არის უტყუეარი მტკიცებულება“, - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონის ბადრი გავაშელიშვილის ცემის ბრალდებით, სასამართლომ გიგი უგულავას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და პირადობა და პასპორტი ჩამოართვა.